Thursday, April 30, 2015
Friday, April 24, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
მე-6 დღე საინტერესო იყო. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციები.ინტელის ბიბლიოთეკიდან გავეცანით შეფასების ნიმუშებს. ადაპტირება გავუკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებას.ბლოგზე ავტვირთეთ სურათები. მივიღეთ დავალებები
Saturday, April 18, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
მე-5 დღე ძალიან საინტერესო, დატვირთული და შრომატევადი აღმოჩნდა.გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრუმენტების გასაცნობად.
შევარჩიეთ საკუთარი პროექტებისათვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში.
დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობა და პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები.მივიღეთ დავალებები.
.
Friday, April 17, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი შეკითხვა
- რატომ გვჭირდება ადამიანებს კომუნიკაცია?
თემატური შეკითხვები:
- თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ ამყარებდნენ ადამიანები კომუნიკაციას?
- როგორ გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანების შორის კომუნიკაცია?
- როგორ გამოვიკვლიოთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს კომუნიკაციის საქმეში?
- რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?
შინაარსობრივი შეკითხვები:
- როგორ შევქმნათ კითხვარი და რომელი ინსტრუმენტით არის შესაძლებელი მისი შექმნა ტექსტურ რედაქტორში?
- რომელი პროგრამის საშუალებით და მენიუს ველის რომელი ბრძანებით შეგვიძლია კვლევის შედეგების წარმოდგენა?
- რომელი ღილაკით შეგვიძლია პრეზენტაციის ჩვენება ?
Saturday, April 4, 2015
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს ძალიან საინტერესო და თემატურად დატვირთული იყო. ესგ–დან ჩვენი პროექტის შესაბამისად შევარჩიეთ მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, პროექტის იდეიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის მიზნები.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
- მოიძიონ ინფორმაცია,როგორ ამყარებდნენ ადამიანები ძველ დროში კავშირს.
- შექმნან კითხვარები,თანატოლებში ჩაატარონ კვლევა და გაანალიზონ, თუ რა უპირატესობები გააჩნია კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს კომუნიკაციის სისწრაფის საქმეში. იმსჯელონ მათი გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
- გააკეთონ დასკვნები, თუ რა შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა მათი და მათი ახლობლების ცხოვრებაში.
- გააერთიანონ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია და ისტ-ის გამოყენებით შეგროვებული აუდიო და ვიდეო მასალა.
Friday, April 3, 2015
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ საინტერესო დადატვირთული აღმოჩნდა.პირველ ეტაპზე ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეა, რომელიც ბლოგის მეშვეობით გავუზიარეთ ერთმანეთს, გავაკეთეთ კომენტარები.ასევე ვისწავლეთ პროექტისათვის ბროშურის დამზადება.
ჩემი პროექტის იდეა
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფო პროგრესი და თანამედროვე ადამიანების ცხოვრება. კომპიუტერმა და ტელეფონმა , ელექტრონული ფოსტის , ე.წ. ,,skype" -ის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების შორის კომუნიკაციისა და მიწერ-მოწერის სისწრაფე.
ჩემი პროექტის იდეა : თანამედროვე ტექნოლოგიების როლი გამარტივებული კომუნიკაციისთვის
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს უძველესი დროიდან დღემდე , თუ როგორ ამყარებდნენ კავშირს ძველ დროში ადამიანები ახლო და შორ მანძილზე, იმსჯელებენ ელექტრონული ფოსტის , skype" -ის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების როლზე საზოგადოების ცხოვრებაში, მისი გამოყენების დადებით და უარყოფითი მხარეების შესახებ. გააანალიზებენ, თუ როგორ შეცვალა ასეთმა საკომუნიკაციო საშუალებამ მათი და მათი ახლობლების ცხოვრება. კვლევის მასალებს კი წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
Subscribe to:
Posts (Atom)