Friday, May 8, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე-9  დღე   ძალიან  დატვირთული  და   საინტერესო  იყო. ბლოგზე  ავტვირთეთ  ჩვენი  პორტფოლიოები,შემდეგ  ჯგუფის  წევრთა პროექტების პრეზენტაცია  მოვისმინეთ.    მივიღეთ  რეკომენდაციები. არ დარჩა არცერთი ბუნდოვანი საკითხი.
        უღრმესი  მადლობა ქალბატონ ლალის!

Friday, May 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეევანდელი  ტერანინგი  ძალიან  საინტერესო  და დატვირთული  იყო.  თვალი გადავავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციებს და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს.  ინტელის სასწავლო პროგრამის ბიბლიოთეკიდან  გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს და  მუშაობა გავაგრძელეთ  სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონზე, დავამატეთ სასწავლო პროცედურები, სადაც უნდა შევიტანოთ პროექტის მიმდინარეობის სრული აღწერის პროცესი. პორტფოლიოში ჩავსვით  ლინქი.

Friday, April 24, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მე-6  დღე  საინტერესო  იყო. განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო    ნაშრომის პრეზენტაციები.ინტელის  ბიბლიოთეკიდან  გავეცანით  შეფასების  ნიმუშებს. ადაპტირება  გავუკეთეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის   შეფასებას.ბლოგზე  ავტვირთეთ  სურათები. მივიღეთ  დავალებები

Saturday, April 18, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5 დღე ძალიან საინტერესო, დატვირთული და შრომატევადი აღმოჩნდა.გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრუმენტების გასაცნობად. შევარჩიეთ საკუთარი პროექტებისათვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში. დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობა და პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები.მივიღეთ დავალებები. .

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, April 17, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

  • რატომ გვჭირდება  ადამიანებს  კომუნიკაცია?

თემატური  შეკითხვები:
  • თანამედროვე  ტექნოლოგიების  გარეშე  როგორ  ამყარებდნენ  ადამიანები  კომუნიკაციას?
  • როგორ  გაამარტივა  თანამედროვე ტექნოლოგიებმა  ადამიანების შორის  კომუნიკაცია?
  • როგორ  გამოვიკვლიოთ რა  დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები  აქვს თანამედროვე  ტექნოლოგიებს  კომუნიკაციის  საქმეში?
  • რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?
შინაარსობრივი  შეკითხვები:
  • როგორ  შევქმნათ    კითხვარი   და  რომელი  ინსტრუმენტით არის შესაძლებელი  მისი  შექმნა   ტექსტურ  რედაქტორში?
  • რომელი  პროგრამის  საშუალებით  და  მენიუს  ველის  რომელი  ბრძანებით   შეგვიძლია  კვლევის  შედეგების  წარმოდგენა?
  • რომელი  ღილაკით   შეგვიძლია  პრეზენტაციის   ჩვენება ?


Saturday, April 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს  ძალიან  საინტერესო  და  თემატურად  დატვირთული  იყო.  ესგ–დან  ჩვენი პროექტის შესაბამისად შევარჩიეთ მისაღწევი  შედეგები და ინდიკატორები, პროექტის იდეიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ   მოსწავლის მიზნები.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები  შეძლებენ
  • მოიძიონ  ინფორმაცია,როგორ  ამყარებდნენ  ადამიანები  ძველ  დროში კავშირს.
  • შექმნან  კითხვარები,თანატოლებში  ჩაატარონ   კვლევა და გაანალიზონ, თუ  რა  უპირატესობები  გააჩნია  კომპიუტერს  და  მობილურ ტელეფონს  კომუნიკაციის სისწრაფის   საქმეში. იმსჯელონ მათი  გამოყენების  დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე.
  • გააკეთონ  დასკვნები, თუ  რა  შეცვალა  თანამედროვე  ტექნოლოგიებმა  მათი  და  მათი   ახლობლების ცხოვრებაში.
  • გააერთიანონ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია და ისტ-ის გამოყენებით შეგროვებული  აუდიო და ვიდეო მასალა.

Friday, April 3, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის   მეორე  დღე   საკმაოდ  საინტერესო  დადატვირთული  აღმოჩნდა.პირველ  ეტაპზე  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის იდეა, რომელიც  ბლოგის  მეშვეობით  გავუზიარეთ   ერთმანეთს, გავაკეთეთ  კომენტარები.ასევე  ვისწავლეთ  პროექტისათვის  ბროშურის  დამზადება.  

ჩემი პროექტის იდეა



ინფორმაციული  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გარეშე  დღეს  წარმოუდგენელია    სახელმწიფო  პროგრესი   და  თანამედროვე  ადამიანების  ცხოვრება. კომპიუტერმა  და ტელეფონმა , ელექტრონული  ფოსტის , ე.წ. ,,skype" -ის   და  მოკლე  ტექსტური  შეტყობინებების       საშუალებით, მნიშვნელოვნად    შეცვალა   ადამიანების  შორის კომუნიკაციისა  და  მიწერ-მოწერის  სისწრაფე.
ჩემი  პროექტის  იდეა : თანამედროვე  ტექნოლოგიების  როლი  გამარტივებული  კომუნიკაციისთვის
მოსწავლეები  მოიძიებენ   მასალებს    უძველესი  დროიდან  დღემდე , თუ  როგორ  ამყარებდნენ კავშირს  ძველ  დროში  ადამიანები  ახლო  და  შორ  მანძილზე, იმსჯელებენ  ელექტრონული  ფოსტის , skype" -ის  და  მოკლე  ტექსტური  შეტყობინებების    როლზე   საზოგადოების  ცხოვრებაში, მისი  გამოყენების  დადებით  და  უარყოფითი  მხარეების  შესახებ.  გააანალიზებენ, თუ  როგორ  შეცვალა   ასეთმა  საკომუნიკაციო  საშუალებამ  მათი  და  მათი  ახლობლების  ცხოვრება.  კვლევის  მასალებს კი  წარმოადგენენ  პრეზენტაციის  სახით. 

Friday, March 27, 2015

პირველი დღის რეფლექსია

დღეს  27,03,2015   წელს  დავიწყე  ინტელის  ტრენინგი, რომელიც  ითვალისწინებს  პროექტებით  სწავლას.  ტრენერმა  კიდევ  ერთხელ  გაგვაცნო  ამ  სასწავლო  კურსის მნიშვნელობა   და   მიზანი, გავაკეთეთ  ინტელის  ბლოგზე  რეგისტრაცია.სასწავლო  კურსის  შესწავლა  დამეხმარება   ჩემს  პროფესიულ  საქმიანობაში.