Friday, May 8, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მე-9  დღე   ძალიან  დატვირთული  და   საინტერესო  იყო. ბლოგზე  ავტვირთეთ  ჩვენი  პორტფოლიოები,შემდეგ  ჯგუფის  წევრთა პროექტების პრეზენტაცია  მოვისმინეთ.    მივიღეთ  რეკომენდაციები. არ დარჩა არცერთი ბუნდოვანი საკითხი.
        უღრმესი  მადლობა ქალბატონ ლალის!

Friday, May 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეევანდელი  ტერანინგი  ძალიან  საინტერესო  და დატვირთული  იყო.  თვალი გადავავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციებს და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს.  ინტელის სასწავლო პროგრამის ბიბლიოთეკიდან  გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს და  მუშაობა გავაგრძელეთ  სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონზე, დავამატეთ სასწავლო პროცედურები, სადაც უნდა შევიტანოთ პროექტის მიმდინარეობის სრული აღწერის პროცესი. პორტფოლიოში ჩავსვით  ლინქი.

Friday, April 24, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მე-6  დღე  საინტერესო  იყო. განვიხილეთ  მოსწავლის  სავარაუდო    ნაშრომის პრეზენტაციები.ინტელის  ბიბლიოთეკიდან  გავეცანით  შეფასების  ნიმუშებს. ადაპტირება  გავუკეთეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის   შეფასებას.ბლოგზე  ავტვირთეთ  სურათები. მივიღეთ  დავალებები

Saturday, April 18, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მე-5 დღე ძალიან საინტერესო, დატვირთული და შრომატევადი აღმოჩნდა.გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრუმენტების გასაცნობად. შევარჩიეთ საკუთარი პროექტებისათვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში. დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის აწყობა და პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები.მივიღეთ დავალებები. .

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, April 17, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა

  • რატომ გვჭირდება  ადამიანებს  კომუნიკაცია?

თემატური  შეკითხვები:
  • თანამედროვე  ტექნოლოგიების  გარეშე  როგორ  ამყარებდნენ  ადამიანები  კომუნიკაციას?
  • როგორ  გაამარტივა  თანამედროვე ტექნოლოგიებმა  ადამიანების შორის  კომუნიკაცია?
  • როგორ  გამოვიკვლიოთ რა  დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები  აქვს თანამედროვე  ტექნოლოგიებს  კომუნიკაციის  საქმეში?
  • რომელი პროგრამის საშუალებით შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ კვლევის შედეგები?
შინაარსობრივი  შეკითხვები:
  • როგორ  შევქმნათ    კითხვარი   და  რომელი  ინსტრუმენტით არის შესაძლებელი  მისი  შექმნა   ტექსტურ  რედაქტორში?
  • რომელი  პროგრამის  საშუალებით  და  მენიუს  ველის  რომელი  ბრძანებით   შეგვიძლია  კვლევის  შედეგების  წარმოდგენა?
  • რომელი  ღილაკით   შეგვიძლია  პრეზენტაციის   ჩვენება ?